
ავტორი
Front News საქართველო
სამხედრო ექიმები იმუნიზაციის პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი და მოქალაქეთა ვაქცინაციას საცხოვრებელ ადგილზე უზრუნველყოფენ. საქართველოს თავდაცვის ძალების მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდნენ. სამხედრო ექიმები მაღაროსა და ბოდბეში მოსახლეობას შეხვდნენ და ვაქცინაციის პროცესის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს.
აღნიშნულ სოფლებში იმუნიზაციის პროცესის მიმართ მოსახლეობამ დიდი ინტერესი ინტერესი და მაღალიაქტიურობა გამოიჩინა.
თავდაცვის უწყების ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან კოორდინაციით, მოქალაქეთა გაზრდილი მიმართვიანობის გამო, სამხედრო ექიმთა ჯგუფი აღნიშნულ სოფლებში უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ ჩავა. ასევე, თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო პერსონალი აცრილ მოქალაქეებს ვაქცინის მეორე დოზით ასაცრელად, პროტოკოლით გათვალისწინებულ დროს შეხვდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შესაბამისად, სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფები ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით შეიქმნა.
თაგები:
ვაქცინაცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს