სამხედრო მოსამსახურეები და იუნკერები ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრნენ


ავტორი
Front News საქართველო
ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ.
პირადი შემადგენლობა გაეცნო ოკუპაციის მუზეუმს, სადაც წარმოდგენილია საქართველოს უახლესი (1918-1921 წლები) ისტორიის ამსახველი დოკუმენტები, ხელნაწერები, აღნიშნული პერიოდის მოღვაწეების ბიოგრაფიები და სხვ.
ეროვნულ მუზეუმში სტუმრობისას სამხედროებმა და იუნკერებმა „ოქროს ფონდში“ დაცული უნიკალური ექსპონატები და ქართული იარაღ-საჭურველის ექსპოზიციაც დაათვალიერეს.
სამხედროების ეროვნულ მუზეუმში სტუმრობა მიზნად ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს. სამხედრო მოსამსახურეებისათვის მსგავსი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ მუზეუმს შორის თანამშრომლობის ფარგლებში არაერთხელ განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება.
თაგები:
სამხედროები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს