Logo

სამხედრო მოსამსახურეები სტიქიის ზონაში ძებნა-გაწმენდის სამუშაოებს ასრულებენ

საზოგადოება
547
Frontnews image description

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მყოფმა საქართველოს თავდაცვის ძალების პირადმა შემადგენლობამ ახალი დავალება მიიღო. 

 

მე-3 ქვეითი ბრიგადისა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები მაშველებთან ერთად, სასტუმრო „სანსეტ შოვის” ტერიტორიაზე, როგორც გარე პერიმეტრის, ასევე, შენობაში, სპეციალური შესაბამისი საშუალებების გამოყენებით, ძებნა-გაწმენდის სამუშაოებს ასრულებდნენ. 

 

სამუშაოების მიმდინარეობას აკვირდებოდა ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე, რომელიც ჯარისკაცებს რჩევებსა და მითითებებს აძლევდა და სამუშაო პროცესშიც აქტიურად იყო ჩართული.

თაგები:

შოვი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები