Logo

სამხედრო მოსამსახურის შვილი უკვე თურქეთშია და მკურნალობის კურსს გადის

Frontnews image description

სამხედრო მოსამსახურის რომან სანიკიძის შვილს, 11 წლის ანანოს რამდენიმე კვირის წინ, ავარიის შედეგად დაუზიანდა თავის ტვინი, დაქვეითებული აქვს მოტორული ფუნქციები და უჭირს მეტყველება.

 

სამხედრო მოსამსახურე, რომან სანიკიძე საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე პოსტს აქვეყნებს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის. 

 

“22 ოქტომბერი იყო დღე, რომელმაც თითქმის შეაჩერა ჩემი ოჯახის ცხოვრება. ჩემს 11 წლის ქალიშვილს, რომელიც სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, მანქანამ დაარტყა და ამით თავდაყირა დააყენა მისი ბედნიერი რეალობა, მისი აწმყო და მომავალი… მაგრამ, ღირსეული და ღვთისნიერი ადამიანების დახმარებით,  რომლებმაც თავიანთი შვილების გამოსაკვები ბოლო თეთრები გაიღეს ანანოს გადარჩენისა და მკურნალობისთვის, ჩვენ დღეს თურქეთში, კერძოდ, სტამბოლის ერთ-ერთი კლინიკაში ვცდილობთ მისი ჯანმრთელობის აღდგენას. მე, როგორც ჯარისკაცმა, რომელიც 26-ე წელია ვემსახურები სამშობლოს, მინდა მადლიერებითაღვნიშნო თავდაცვის სამინისტროს ჩართულობა და მხარდაჭერა განსაცდელის პირველივე დღეებიდან.

 

თავდაცვის მინისტრი, ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძე უშუალოდ ჩაერთო საორგანიზაციო და დაფინანსების საკითხებში, რათა ჩემი შვილი სწრაფად გადაგვეყვანა თურქეთის საუკეთესო კლინიკაში, სადაც მისთვის ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურასა და რეაბილიტაციაზე მაღალკვალიფიციური ექიმები იზრუნებდნენ. თავდაცვის სამინისტრომ სრულად დააფინანსა ანანოს ოპერაცია, რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი კი გასავლელი გვაქვს, ამ ყველაფრისთვის მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ მინისტრს, ასევე თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილსა და თავდაცვის ძალების წევრ თითოეულ სამხედრო თუ სამოქალაქო პირს, თბილისის მერიას, ტარიელ ტყემალაძეს, ჯანდაცვის სამინისტროს და ქართველ ერს, რომელთა წვლილი შეუფასებელია ჩემი შვილის გადარჩენის საქმეში“.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3D10226583835052042%26id%3D1531620393&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”649″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები