
ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიცია 21 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის სამწყობრო მოედანზე ჩატარდა. პროფესიული დღე პირად შემადგენლობას, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა სამხედრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა შალვა შენგელიამ. მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის ძალებში სამხედრო პოლიციის მნიშვნელოვან ფუნქციაზე გაამახვილა ყურადღება და სამხედრო პოლიციელებს წარმატებები უსურვა.
იუბილესთან დაკავშირებით, სამხედრო პოლიციელები უწყებრივი მედლებით - „სამშობლოსათვის თავდადებული”, "გენერალი კვინიტაძე“, „გიორგი ანწუხელიძე“, საშტატო იარაღითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, როგორც სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფი წარმატებით უზრუნველყოფს დისციპლინას თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. განხორციელებული რეფორმებისა და მოდერნიზაციის შედეგად, სამხედრო პოლიცია სამანევრო ქვედანაყოფებს საბრძოლო ამოცანის შესრულებაში უჭერს მხარს. ქვედანაყოფი აქტიურად მონაწილეობს ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბის სწავლებებში.
თაგები:
სამხედრო პოლიცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს