
ავტორი
Front News საქართველო
ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სამხედრო ექიმები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებში მოსახლეობის ვაქცინაციას განაგრძობენ.
პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები ამჯერად ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდნენ. სამხედრო ექიმებმა სოფელ აგარაში მცხოვრები მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს.
მასობრივი იმუნიზაციის პროცესის მხარდაჭერისა და ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული მობილური სამხედრო – სამედიცინო ჯგუფები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ იმ მოქალაქეების აცრას, რომლებიც არსებული ვაქცინაციის პუნქტებით სარგებლობას ვერ ახერხებენ.
თაგები:
ვაქცინაცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს