სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ ბარში 15 ადამიანი მოკლეს


ავტორი
Front News საქართველო
სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ სოუეტოში მდებარე ერთ-ერთ ბარში, სროლის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა.
სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
პოლიციის ინფორმაციით, კლუბში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და ახალგაზრდებს ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ.
დაღუპულები სავარაუდოდ, 19-დან 35 წლამდე ასაკის არიან.
პოლიციის ცნობით, თავდასხმის მოტივი დადგენილი არ არის.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს