სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კომისია შექმნა, რომელიც რუსეთისთვის იარაღის შესაძლო მიწოდებას გამოიძიებს


ავტორი
Front News საქართველო
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ გადაწყვიტა შექმნას კომისია, რომელიც ქვეყნიდან რუსეთისთვის იარაღის მიწოდების შესახებ ინფორმაციას გადაამოწმებს.
“პრეზიდენტმა გადაწყვიტა გამოძიების ჩატარება ბრალდებების სერიოზულობის, საზოგადოებრივი ინტერესის ხარისხისა და ამ საკითხის გავლენის გამო სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობებზე”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ამ გადაწყვეტილებით სამხრეთ აფრიკის ლიდერი ამერიკის ელჩის რუბენ ბრიგეტის განცხადებას გამოეხმაურა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, გასული წლის დეკემბერში რუსული გემზე იარაღი სამხრეთ აფრიკიდან იყო დატვირთული.
ამგვარმა ბრალდებებმა გამოიწვია დიპლომატიური კონფლიქტი და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სამხრეთ აფრიკის ნეიტრალური პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით.
თაგები:
სამხრეთ აფრიკა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს