
ავტორი
Front News საქართველო
სამხრეთ კორეაში მუანის აეროპორტში ავიაკატასტროფის შედეგად ყველა დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ავიაკატასტროფას 179 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევას ბორტზე მყოფი მხოლოდ ორი ადამიანი გადაურჩა.
Jeju Air-ის 7C2216 რეისზე სულ 181 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 175 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი.
Jeju Air-ის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნა სამხრეთ კორეაში ყველაზე მასშტაბური საჰაერო კატასტროფა გახდა.
აქამდე ასეთად 1993 წელს მომხდარი ავიაკატასტროფა მიიჩნეოდა, რომელსაც 66 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს