სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, რომელსაც იმპიჩმენტის შემდეგ დაპატიმრება ემუქრება, პირობას დებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს


ავტორი
Front News საქართველო
სამხრეთ კორეის პრეზიდენტს იუნ სოკ იოლს იმპიჩმენტის შემდეგ პატიმრობა ემუქრება, თუმცა ბოლომდე ბრძოლას აპირებს.
ადვოკატის თქმით, მან მხარდამჭერებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ “ბოლომდე იბრძოლებს”, რამდენადაც ხელისუფლებამ შესაძლოა, სცადოს მისი დაპატიმრება 2024 წლის 3 დეკემბერს დაწესებული ხანმოკლე საომარი მდგომარეობის გამო.
“YouTube-ზე პირდაპირ ეთერში ვუყურებ ყველა სამუშაოს, რასაც თქვენ აკეთებთ. ბოლომდე ვიბრძოლებ ამ ქვეყნის დასაცავად თქვენთან ერთად”, – წერს ის თავის მხარდამჭერებს წერილში.
Reuters-ის ცნობით, საუბარია ასობით მხარდამჭერზე, რომლებიც მის ოფიციალურ რეზიდენციასთან შეიკრიბნენ მისი გამოძიების წინააღმდეგ გასაპროტესტებლად.
იმავდროულად, ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც აქვს უმრავლესობა პარლამენტში და ხელმძღვანელობდა იმპიჩმენტს, განაცხადა, რომ თითქოს აჯანყების მოწყობის მცდელობა არ იყო საკმარისი, ის ახლა თავის მხარდამჭერებს უკიდურესი ძალადობისკენ უბიძგებს.
15 დეკემბერს პარლამენტმა იუნ სოკ იოლს იმპიჩმენტი გამოუცხადა და მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილება შეჩერდა, თუმცა თანამდებობაზე დარჩა. გამოძიება ეხება იუნ სუკ იოლის მიერ 3 დეკემბერს გამოცხადებულ საომარ მდგომარეობას, რასაც პროკურატურა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად მიიჩნევს.
31 დეკემბერს სამხრეთ კორეის სასამართლომ პრეზიდენტის მიმართ დაკავების ორდერი გასცა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს არის სამხრეთ კორეაში მოქმედი პრეზიდენტის დაკავების პირველი ორდერი.
თაგები:
სამხრეთ კორეა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს