Logo

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალა

მსოფლიო
24.12.2021 / 14:39
Frontnews image description

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა ყოფილი პრეზიდენტი პაკ კინ ჰე შეიწყალა, რომელსაც კორუფციის გამო 22 წელი ჰქონდა მისჯილი.

 

როგორც კორეული გამოცემა Yonhap წერს, პაკ კინ ჰე პრეზიდენტის საახალწლო ამნისტიის სიაში გაუარესებული ჯანმრთელობის გამო მოხვდა. მიმდინარე წელს ის სამჯერ გადაიყვანეს კლინიკაში.

 

შეწყალების გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან მანამდე პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა მსგავსი ნაბიჯი გამორიცხა.

 

პაკ კინ ჰე 2018 წელს გაასამართლეს, ერთი წლით ადრე კი იმპიჩმენტი გამოუცხადეს. თავდაპირველად მას 30-წლიანი პატიმრობა და 20 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა მიუსაჯეს, თუმცა მოგვიანებით უზენაესმა სასამართლომ ჯარიმაც და თავისუფლების აღკვეთის წლებიც შეამცირა.

 

პაკ კინ ჰე ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პირველი ლიდერი იყო, რომელიც თანამდებობას ჩამოაშორეს. ყოფილი პრეზიდენტის კორუფციულმა სკანდალმა კი სამხრეთ კორეაში მრავალრიცხოვანი აქციები გამოიწვია.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები