
ავტორი
Front News საქართველო
სამომხმარებლო ფასების ზრდის მიხედვით საქართველო 34-ე ადგილზეა. ეს Trading Economics-ის მსოფლიო რეიტინგის ბოლო მაჩვენებელია. საქართველოზე მაღალი ინფლაციის დონე, რეიტინგში მონაწილე 196 ქვეყნიდან, მხოლოდ 33-შია.
საქართველოში ყველაზე მეტად სასტუმროებისა და კაფეების მომსახურება გაძვირდა. გაზრდილია ჯანდაცვის სფეროს მომსახურება (13%-ით), საწვავის ფასი (12%-ით) და კომუნალური გადასახადები (7%-ით).
რეკორდულადაა გაზრდილი კვების პროდუქტებისა და სურსათის ფასიც. მათ შორის ზეთის ღირებულება 40%-ით, შაქრის და ტკბილეულის 12%-ით, პურის კი – 6%-ითაა მომატებული.
ამასთან, რეკორდულ ნიშნულზეა საქართველოს საგარეო და შიდა ვალი.
ფინანსისტებს ხელისუფლებასთან კითხვები აქვთ.
"დიდი საჯარო ვალი, საგარეო და შინა ვალიც არის შედეგი იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა არ გვაქვს, მთავრობას კი ამბიცია აქვს, რომ ბევრი ფული უნდა ხარჯოს. ჩვენი ეკონომიკა ამხელა ვალს უბრალოდ მხარს ვერ დაუჭერს. თუ გინდა, რომ ამხელა ვალს მოემსახურო, უნდა გვქონდეს შესაბამისი ეკონომიკური ზრდა. სინამდვილეში ყველაზე ცუდი მდგომარეობაა მაგ თვალსაზრისით, ვალები იზრდება, ეკონომიკა კი ვარდნას განიცდის. ეკონომიკის ზომასთან შედარებით, ფაქტიურად გაორმაგდა საჯარო ვალი" – აცხადებს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს