“სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” ინფორმაციით, ერთიან საარჩევნო სიაში გარდაცვლილთა რაოდენობა 17%-ზე მეტს შეადგენს


ავტორი
Front News საქართველო
ერთიან საარჩევნო სიაში 3 900 მოქალაქიდან 683 ადამიანი გარდაცვლილია, – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია “სამოქალაქო საარჩევნო კომისია” ავრცელებს.
ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, სიაში გარდაცვლილთა რაოდენობა 17%-ზე მეტს შეადგენს.
მათივე ინფორმაციით, სიაში 1930 წლამდე დაბადებულების რაოდენობა 16 ათასს აჭარბებს, ორგანიზაციამ მხოლოდ 3 900-მდე ადამიანის გადამოწმება შეძლო.
ორგანიზაციის წარმომადგენლები ცესკოს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ და ამომრჩეველთა სიების გადამოწმებისთვის 19 სექტემბრამდე აძლევენ ვადას.
თაგები:
არჩევნები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს