
ავტორი
Front News საქართველო
დაცვის პოლიციის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა.
“დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქ. თბილისის ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორის, პოლიციის მაიორის ვალერიან გოგატიშვილის გარდაცვალების გამო.
პოლიციის მაიორი დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს.
თაგები:
დაცვა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს