
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს.
თბილისის აეროპორტში ცხედარს ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამებრძოლები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ.
მიხეილ მაზანაშვილი პროფესიონალი სამხედრო იყო, წლების განმავლობაში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და უკრაინაში გასულ წელს რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან იბრძოდა.
29 წლის მებრძოლი 31 მარტს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან ჭურვის აფეთქებისას დაიღუპა.
დაღუპულ მებრძოლს გორში, მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დავით ქუჩუკიანი საქართველოში გუშინ ჩამოასვენეს.
უკრაინაში ომის დაწყებიდან 42 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
თაგები:
უკრაინა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს