სამტრედიაში 70 წლის ქალი მოკლეს


ავტორი
Front News საქართველო
სამტრედიაში 70 წლის ქალი მოკლეს.
ადგილობრივების თქმით, ქალს მეზობელმა სახლი მოსავლელად დაუტოვა, დილით ადრე მეზობელთან გადასულ ქალს კი ადგილზე უცნობი პირი დახვდა, რომელმაც ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
“მეზობლები იყვნენ წასული დასასვენებლად და დაუტოვეს ოჯახი, გულზე ნაოპერაციები იყო და დილით ადრე დგებოდა, რომ მერე სიცხეში გარეთ გასვლა არ დასჭირვებოდა. გადავიდა დილით 6 საათზე, რომ ქათმები დაეპურებინა, იქ ვიღაც დახვდა, გამოქცეულია იქიდან, მოსულია თავის სახლის კარამდე, მიყენებული აქვს 4 ჭრილობა. მეუღლეს ეძინა, დაუძახა “ავთო მიშველე მომკლესო” და მეუღლეს შეაკვდა ხელში”, – აცხადებს ადგილობრივი.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს