სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტორი
Front News საქართველო
სამტრედიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა. შედეგად, ავტომობილის მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა, სამარშრუტო ტაქსში მყოფი მძღოლი და მგზავრი კი მსუბუქად დაშავდნენ.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც Front news_copy International-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
თაგები:





