
ავტორი
Front News საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს.
"ფ/პ მ. დ (სამტრედია, დიდგორის მე-3 შეს #9) და ფ/პ ა. ღ (სამტრედია, დიდგორის ქ.140) საქმიანობდნენ ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე; ორივე ობიექტზე დაფიქსირდა ასევე კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ფიზიკური პირები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
ინსპექტირებისას აღმოჩენილი მავნე სურსათი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს არალეგალური საწარმოების გამოვლენას და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს