სამცხე-ჯავახეთს ფინეთიდან მოწვეული ჟურნალისტი და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ბლოგერები და ფოტოგრაფები სტუმრობდნენ


ავტორი
Front News საქართველო
სამცხე-ჯავახეთის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. რეგიონს 13-18 ივლისს ფინეთიდან მოწვეული ჟურნალისტი და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ბლოგერები და ფოტოგრაფები სტუმრობდნენ, რომლებმაც ტურისტულად მიმზიდველი ადგილები და ღირსშესანიშნაობები მოინახულეს.
ისინი რეგიონს ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (სამცხე-ჯავახეთი DMO) მოწვევით სტუმრობდნენ.
ტურის ფარგლებში, მონაწილეებმა იმოგზაურეს რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში, მოინახულეს როგორც ტურისტებისთვის ცნობილი ადგილები – ვარძია, ახალციხის ციხე, ბორჯომი, ასევე, შედარებით უცნობი ადგილები და ღირსშესანიშნაობები, გამოცადეს ტურისტული სერვისები და პროდუქტები, გაეცნენ ადგილობრივ სამზარეულოს და ჩაუტარდათ კულინარიის მასტერკლასები.
პრეს-ტურის მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პოპულარიზაცია და კერძო სექტორის ხელშეწყობა. ჟურნალისტებისა და ბლოგერების მიერ მომზადებული სტატიები და სიუჟეტები მონაწილეთა პირად ბლოგებსა და საერთაშორისო მედიასაშუალებებში გამოქვეყნდება.
თაგები:
ბორჯომი

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველომ გამოყო 7 მილიონი დოლარი და ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის სამხედრო თავდასხმის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას

არჩილ თალაკვაძე – რა არის დაავადება, რომელსაც უცხოელი და ქართველი ექიმები ვერ მკურნალობენ საქართველოში, ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში

მალხაზ ბეგიაშვილი – გამართული ინფრასტრუქტურა და სწორად განვითარებული ქალაქი, ეს იქნება სიღნაღში მცხოვრები თითოეული ოჯახისთვის ფინანსური კეთილდღეობის მყარი გარანტია