Logo

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბორჯომის მერთან ერთად, წარმოება-დაწესებულებებს შორის ფრენბურთის ტურნირს დაესწრო

რეგიონები
91
Frontnews image description

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან, მამუკა გელაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ფერაძესთან ერთად, წარმოება-დაწესებულებებს შორის ფრენბურთში ტურნირს დაესწრო.

გამარჯვებული ბორჯომის სასპორტო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი N2 ბორჯომის ქარხნის გუნდი გავიდა. მესამე ადგილზე კი ბორჯომის მუნიციპალიტეტის გუნდი გავიდა.

მათ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისგან თასები, მედლები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.

სასპორტო სკოლის გუნდი - 1500 ლარი;
II ბორჯომის ქარხნის გუნდი - 1000 ლარი;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გუნდი - 500 ლარი.

აღსანიშნავია, რომ წარმოება-დაწესებულებებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრების გამართვა ერთგვარი ტრადიციაა, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების და ახალგაზრდების წახალისებას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები