Logo

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ბორჯომში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

რეგიონები
33
Frontnews image description

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერ ოთარ არბოლიშვილთან ერთად, ბორჯომში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში 10 500 კვ.მ ფართობის პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყობა საბავშვო და მოსასვენებელი სივრცეები, მოწესრიგდება გარე განათებისა და საპარკო ინფრასტრუქტურა. პარკში ასევე განთავსდება კაფე, კომერციული ობიექტები, ფოტოგადაღების ჯიხურები და სხვა.

ბორჯომში პროფესიული კოლეჯის ახალი შენობა აშენდა. კოლეჯში დაინერგება მოკლევადიანი პროგრამები, ასევე მომზადება-გადამზადების კურსები ზრდასრულებისთვის, სადიპლომო და საშუალო პროფესიული პროგრამები. კოლეჯში ლაბორატორიები აღიჭურვება უახლესი ტექნიკით, მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, კაფეტერია, ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო სივრცე. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

ზაალ გელაშვილმა და ოთარ არბოლაშვილმა ასევე დაათვალიერეს კოსტავას სახელობის პარკში მდებარე "კავალერიის შენობა“.

თაგები:

ბორჯომი
Advertisement