“სამწუხარო იქნება, თუ უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილის გზას გაჰყვება, ვიმედოვნებ, ასე არ მოხდება”


ავტორი
Front News საქართველო
თბილისი: რუსეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის გზას არ გაყვება, რომელმაც თავისი ქვეყნის ტერიტორიები დაკარგა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა სოჭში, საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება “ანტისახელმწიფოებრივ და ანტისახალხო პოლიტიკას აწარმოებს ისევე, როგორც თავის დროზე ამის განხორციელება სააკაშვილმა საქართველოში სცადა, როდესაც სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა”.
“ამ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველომ დაკარგა მნიშვნელოვანი ტერიტორიები, ეს არის სააკაშვილის მუშაობის შედეგი. სამწუხარო იქნებოდა, თუ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება მის გზას გაჰყვება. ვიმედოვნებ, რომ ასე არ მოხდება“, -განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
თაგები:
უკრაინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა