“სამწუხაროა, რომ ქალი, რომელიც მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში საქართველოს სახეს წარმოადგენს, შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს”


ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტის ადმინისტრაცია საოპერო მომღერალ ანიტა რაჭველიშვილს ქვეყნის რეპუტაციის მიზანმიმართულად დაზიანების მცდელობაში ადანაშაულებს.
"სამწუხაროა, რომ ქალი, რომელიც მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში საქართველოს სახეს წარმოადგენს, ღიად ესხმის თავს და შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს, რითაც განზრახ და შეგნებულად აზიანებს საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას. იმ დროს, როცა ცნობილი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი მსოფლიოში ცვლილებებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა როლის გაძლიერებისადმი მხარდაჭერას გამოხატავს, ქართველი მეცოსოპრანო საქართველოს პრეზიდენტის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებით გამოთქმული დაუსაბუთებელი ბრალდებებით აკნინებს სწორედ ქალთა ძალისხმევას, რაც მიუღებელია", – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში.
საუბარია მეცოსოპრანოს ფეისბუქ პოსტზე, სადაც ანიტა რაჭველიშვილს სალომე ზურაბიშვილი "კრიმინალად" და "ქვეყნის მოღალატედ" ჰყავს მოხსენიებული.
"ჯენიფერ ანისტონს მივწერე რომ ეს კრიმინალი და ქვეყნის მოღალატე “ქალბატონი” არ უნდა იყოს იმ ღირსეული ქალბატონების სიაში ვიზეც ანისტონმა დაპოსტა! ეს ქალი ციხეში უნდა იყოს ყველა იმ ღალატისთვის რაც ჩაიდინა ამ ბოლო წლებში! საქართველოს და ერის მოღალატეა და მასზე პოსტებს არ იმსახურებს!", – წერს რაჭველიშვილი.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა