
ავტორი
Front News საქართველო
ქართულ პოლიტიკას არ გააჩნია დემოკრატიისთვის დამახასიათებელი ბევრი მნიშვნელოვანი თვისება, რასაც კომპრომისი ქვია, პირიქით, ქართულ პოლიტიკაში კომპრომისი ითვლება ყველაზე დიდ სისუსტედ და მას ქვეყანა ფაქტობრივად ჩიხში შეყავს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი შოთა შალელაშვილი წერს.
"კიდევ უფრო ცუდი ის არის, რომ ქართულ პოლიტიკაში არის სერიოზული პრობლემა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველო უნდა შეურთდეს ევროკავშირს და გახდეს ევროპული დემოკრატიის წევრი სახელმწიფო, სადაც 20% მიღებული პარტიები აყალიბებენ მთავრობებს, ამის გარეშე შეუძლებელია. რომ პარტიები ისწრაფოდნენ 51% და მეტით გამარჯვება მოიპოვონ და ერთპარტიულად მართოს ქვეყანა, პლიუს ამას ემატება ისიც, რომ ბოლო კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ საქართველო უკვე გახდა საპარლამენტო რესპუბლიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპრომისის კულტურა უნდა დაინერგოს და განვითარდეს ძირითად პოლიტიკურ პარტიებს შორის. ამ კუთხით სიმართლე გითხრათ, სამწუხაროდ, ჩვენმა პოლიტიკოსებმა ვერ აუღეს ალღო თანამედროვე გამოწვევებს. პირიქით, მე ვიტყოდი, რომ ეს უკიდურესი პოლარიზაცია, რომლითაც ხასიათდება ქართული პოლიტიკა, ჯერჯერობით თავის ყველაზე ცუდ გამოვლინებებს ამჟღავნებს, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის არა თვითონ პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას, არამედ ქვეყნის სტაბილურობას და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.
ჩემი შეფასებით, ქართულ პოლიტიკაში კომპრომისის არარსებობა დამახასიათებელია როგორც მმართველი პარტიისთვის, ისე ოპოზიციური პარტიებისთვის.
მოსახლეობის დაკვეთა არის, როგორც არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ჩამოყალიბდეს კოალიციური სტაბილური სისტემა, სადაც პარტიები იქნებიან წარმოდგენილი პროგრამებით და შემდეგ ლიდერებით, ისინი იქნებიან მეტოქეები და არ იქნებიან მტრები", – წერს შოთა შალელაშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს