“სამწუხაროდ, მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა მივაღწიეთ სტაბილურობას”

ავტორი
Front News საქართველო
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული სამი ახალშობილის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.
კლინიკის დირექტორის დავით რეხვიაშვილის განცხადებით, სამივე პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება.
“ამ ეტაპზე გაუმჯობესების კუთხით ვერაფერს სასიხარულოს ვერ გეტყვით, სამწუხაროდ, მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა მივაღწიეთ სტაბილურობას. ამ ეტაპზე გაუარესება არ გვაქვს. სამივე პაციენტი რჩება მართვით სუნთქვაზე, მათი პარამეტრები არის საკმაოდ ხისტი და ამიტომაც ვამბობთ, რომ არის საშუალოზე მეტი სიმძიმის მდგომარეობა. სამიდან მხოლოდ ერთს აქვს სპეციფიკური პისიარ ტესტით დელტა დადასტურებული. დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციას ადგილი არ ჰქონია, მიზეზს ვერ მივაწერთ ამას. ერთთან არის ალფა შტამი და მესამის პისიარი კეთდება და სავარაუდოდ, მისი პასუხი დღეს გვექნება. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ბავშვები გამოჯანმრთელებული დაუბრუნდნენ ოჯახებს”-აცხადებს კლინიკის დირექტორი.
მისივე განმარტებით, ამ დროისთვის კლინიკაში 90-მდე კოვიდინფიცირებული ბავშვი გადის მკურნალობას.
თაგები:





