Logo

“სამწუხაროდ, პარლამენტში შესვლასა და თანამშრომლობაზე კითხვა „ენდიაის“ კვლევიდან რატომღაც” ამოღებულია

საზოგადოება
294
Frontnews image description

სამწუხაროდ, გაკვირვება გამოიწვია, რომ კვლევაში ის კითხვა არ არის, რომელიც წინაში იყო – პარლამენტში შესვლისა და თანამშრომლობის საკითხი. რატომღაც, ეს კითხვა კვლევიდან ამოღებულია, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შალვა პაპუაშვილმა „ენდიაის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე კარგი კვლევა არჩევნებია, რომელიც ახლახანს ჩატარდა.

"ყველაზე კარგი კვლევა არჩევნებია, რომელიც ახლახანს ჩატარდა. ამ კვლევის თანაფარდობას რომ შევხედოთ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, თუ მარტივ ალოკაციას გავაკეთებდით, ვნახავთ, რომ უფრო მეტსაც კი მიიღებდა „ქართული ოცნება”, ვიდრე არჩევნებზე მიიღო, 50-60 პროცენტს. ჩვენი ოპონენტების ნაწილისთვის არაფერი არ არის გზავნილი, არც არჩევნები, არც კვლევა, არც არაფერი. მათ ერთადერთი დღის წესრიგი აქვთ, ძალაუფლების სრული მოპოვება, რაც ვერ შეძლეს, რადგან მოქალაქეების ნდობა არ აქვთ, რომ ეს არჩევნების გზით მოიპოვონ. ამიტომ დესტაბილიზაციის მცდელობის ყველა სცენარი, რასაც ვუყურებთ, არის ძალაუფლების მოპოვება არჩევნებისა და მოქალაქეების გვერდის ავლით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

თაგები:

Advertisement