Logo

“სანამ ჩვენი მეგობრების პოზიცია იქნება მოზომილი, მანამდე “ქართული ოცნება” არ დათმობს არაფერს”

საზოგადოება
1365
Frontnews image description

"გირჩი – მეტი თავისუფლებას" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, სანამ დასავლელი პარტნიორები უფრო მკაცრები არ იქნებიან ხელისუფლების მიმართ, "ქართული ოცნება" არაფერს დათმობს.

მისი თქმით, სწორედ მათი ლოიალური პოზიციის გამო ვერ მოხვდა კრისტიან დანიელსონის დოკუმენტში ვადამდელი არჩევნების საკითხი. 

"მანამ, სანამ ჩვენი მეგობრების პოზიცია იქნება ასეთი – დიპლომატიური ენა და მოზომილი გზავნილები, მანამდე "ქართული ოცნება" არ დათმობს არაფერს. ეს დადასტურდა დღესაც. 

ვადამდელი არჩევნების საკითხი იმიტომ არ წერია, რომ უთმობენ "ოცნებას", რადგან ივანიშვილს ესმის მხოლოდ ძალის ენა", – განაცხადა ჯაფარიძემ.

თაგები:

Advertisement