
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთიდან დევნილები მსვლელობას მართავენ. ისინი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსკენ მიემართებიან.
სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილები, რომლებიც შენობის ავარიულობის გამო რამდენიმე ღამეა, გარეთ ათენებენ, ხელისუფლებისაგან კუთვნილი ბინების გადაცემას ითხოვენ.
დევნილები დახმარებისთვის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მიმართავენ.
“მივმართავთ ირაკლი ღარიბაშვილს, მოგვაქციოს ყურადღება, მოვიდეს და დაინტერესდეს ჩვენი მდგომარეობით”, – აცხადებენ დევნილები.
სასტუმრო “ქართლში“, სადაც დევნილები ცხოვრობენ, რამდენიმე დღის წინ ჭერი ჩამოინგრა, რასაც ადამიანები შემთხვევით გადაურჩნენ.
თაგები:
დევნილები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს