Logo

სანდრო ბარამიძე – მათ აღიზიანებთ დამოუკიდებელი მედია და გადაწყვიტეს, გადაუჭრან ფინანსური გზები

პოლიტიკა
1034
Frontnews image description

მათ აღიზიანებთ დამოუკიდებელი მედია და გადაწყვიტეს, გადაუჭრან ფინანსური გზები. სინამდვილეში, რუსული რეჟიმის პირობებში ყველა კანონი იქნება რუსული, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წევრმა სანდრო ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება სრულ ისტერიკაშია.

“უნდათ, რომ შეგვაშინონ, მაგრამ არ გვეშინია. რეჟიმი არის სრულ ისტერიკაში. მას ეშინია ქუჩაში ხალხის გამოსვლის, ამიტომ შემოიღო დრაკონული სანქციები ამ ხალხის საწინააღმდეგოდ. 15-დღიანი პატიმრობის ვადა 60 დღემდე გაზარდა, 500-ლარიანი ჯარიმა 5000 გახადა, მაგრამ ხალხს არ ეშინია. ამათ აღიზიანებდათ საჯარო სექტორში დასაქმებული პირების აქტიურობა, მათი პროტესტი. დაახლოებით 6 000-მა ადამიანმა გამოთქვა ღია პროტესტი იმ მავნებლური და ანტიქართული გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელიც კობახიძემ გამოაცხადა 28 ნოემბერს, რასაც მოჰყვა ეს დაუსრულებელი პროტესტი და ახლა სამსახურიდან ადამიანებს ითხოვენ. მათ აღიზიანებთ დამოუკიდებელი მედია და გადაწყვიტეს, გადაუჭრან ფინანსური გზები. სინამდვილეში, რუსული რეჟიმის პირობებში ყველა კანონი იქნება რუსული”, – განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები