სანდრო რაქვიაშვილი – არ მესმის, პრეზიდენტი თავის თავზე ასეთ ინიციატივას რატომ იღებს ისე, რომ არავის ელაპარაკება


ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი შეცდომას უშვებს, გადაწყვეტილებას თავად რომ იღებს. მგონი, იმის ლეგიტიმაცია არ აქვს, რომ აქეთ გვითხრას რა გავაკეთოთ. არ მესმის, თავის თავზე ასეთ ინიციატივას რატომ იღებს ისე, რომ არავის ელაპარაკება, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ფასილიტატორის როლს უნდა ასრულებდეს.
“პრეზიდენტი სწორი მიმართულებით მსჯელობს, მაგრამ შეცდომას უშვებს, რომ გადაწყვეტილებას თავად იღებს. მგონი, პრეზიდენტს იმის ლეგიტიმაცია არ აქვს, რომ აქეთ გვითხრას რა გავაკეთოთ. მან ფასილიტატორის როლი უნდა შეასრულოს და არა ისე, რომ ყველაფერს მე გადავწყვეტ და თქვენ ხელმოწერები მოიტანეთო.
რაც შეეხება ხმების დაცვის ნაწილს, არ მესმის, პრეზიდენტი თავის თავზე ასეთ ინიციატივას რატომ იღებს ისე, რომ არავის ელაპარაკება. ჯერ პარტიებს უნდა დაელაპარაკოს და შემდეგ გადაწყვეტილება მიიღოს, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს, ჯერ გადაწყვეტილებას იღებს და შემდეგ ელოდება დათანხმებას”, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
თაგები:
სანდრო რაქვიაშვილი

ბოდბელი ეპისკოპოსი – მართლა ხომ არ გგონია, რომ ევროპას, ამერიკა ან საქართველოს იცავს? თავის ომი აქვს და რომ გააჩეროს, თავისთან ხალხი შეჭამს

თეა წულუკიანი – თინა ბურჯალიანი, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე, ამტკიცებდა ისე, რომ არ რცხვენოდა, თურმე, მაყვლის ეკალ-ბარდებზე გადაჩეხილა სანდრო გირგვლიანი

ალექსანდრე რაქვიაშვილი – შეიძლება, ეს მოთხოვნა მთლად გაუაზრებლადაც არ იყო მოგონილი, მაგრამ მაშინ გამოდის, რომ ის მხოლოდ საბაბია, რათა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო