სანდრო რაქვიაშვილი – ჩვენ იმ ხალხთან შევკრავთ კოალიციას, ვინც სასამართლო რეფორმას ჩაატარებს

ავტორი
Front News საქართველო
“ქართულ ოცნებას” ექნება არჩევანი, სასამართლო რეფორმა ჩაატაროს და მცირე ნაბიჯები გადადგას ჩვენთან ერთად, ან დაელოდოს, როცა “ნაცებს” დავიყოლიებთ იმავეზე, ოღონდ “ნაცების” ხელისუფლება გვეყოლება და “ქოცები” იქნებიან ოპოზიციაში, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
“ჩვენ იმ ხალხთან შევკრავთ კოალიციას, ვინც სასამართლო რეფორმას ჩაატარებს და დიდ განკერძოებას მოაწყობს სახელმწიფო საკუთრების. ამ კუთხით, სიამოვნებით შევუთანხმდები ნებისმიერ პოლიტიკოსს და მადლობასაც ვეტყვი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, წარსულში მასთან პრეტენზიები მქონოდა.
თუ “ოცნებას” წარმატება ექნება არჩევნებზე და ერთპარტიულად გააგრძელებს მართვას, ბუნებრივია, არც ჩვენთან და არც არავისთან კოალიციას არ შექმნის და ამის არც არანაირი საჭიროება არ იქნება.
მე ვემზადები სხვა სცენარისთვის, როცა არცერთ პარტიას არ ექნება უმრავლესობა, მათ შორის, “ქართულ ოცნებას”. “ქართულ ოცნებას” ექნება არჩევანი, მართლა სასამართლო რეფორმა ჩაატაროს და მცირე ნაბიჯები გადადგას ჩვენთან ერთად, ან დაელოდოს, როცა “ნაცებს” დავიყოლიებ იმავეზე, ოღონდ “ნაცების” ხელისუფლება გვეყოლება და “ქოცები” იქნებიან ოპოზიციაში. მე პრობლემა არ მაქვს. მე შემიძლია, “ნაციონალურ მოძრაობასთან” გავაკეთო კოალიცია და “ქართულ ოცნებასთანაც”, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
თაგები:
სანდრო რაქვიაშვილი




