
ავტორი
Front News საქართველო
სამწუხარო, მაგრამ პროგნოზირებადი იყო, რაც მიშა დაუშვილს დაემართა. ის, რომ ლიდერი ასე უპატივცემულოდ მოიქცა, გახარიას ჩვეული მიდგომაა – უპატივცემულობა მოპყრობა თავისიანების მიმართ, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია “გირჩის” გარდა ყველა პარტიის სია ბელადების მიერაა დაწერილი.
“ჩვენი პარტიის გარდა, ყველა სია ბელადების მიერაა დაწერილი. სიებში მოხვედრილი ადამიანების უმეტესობის პოლიტიკურ პოზიციებზე არაფერი ვიცით. აქედან გამომდინარე, მგონი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტიის სიაში ვინ წერია 22-ე ადგილზე და ვინ 37-ზე.
პარტიებმა დაადასტურეს, რომ ისინი ბელადების პარტიები არიან. რაც შეეხება მიხეილ დაუშვილს, მათ პარტიაში ის ერთადერთი ადეკვატური ადამიანი იყო, ვიღაცებს არ ვიცნობ და მათზე ვერაფერს ვიტყვი. ის, რომ ლიდერი ასე უპატივცემულოდ მოიქცა, გახარიას ჩვეული მიდგომაა – უპატივცემულობა მოპყრობა თავისიანების მიმართ. სამწუხარო, მაგრამ პროგნოზირებადი იყო, რაც მიშა დაუშვილს დაემართა”, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
“გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ პარტიული სიის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ დაუშვილის დასახელება გამორჩა, მეორე დღეს კი მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რომ სიაში მისივე სურვილით არ იქნება.
თაგები:
სანდრო რაქვიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს