სანდრო რაქვიაშვილი – ერთი ადამიანის ინიციატივა არ არის საკმარისი, რომ ეს სერიოზულად იყოს აღქმული


ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროდ, ჯერ ერთი კონგრესმენის ინიციატივაა. საბოლოო ჯამში, ერთი ადამიანის ინიციატივა არ არის საკმარისი, რომ ეს სერიოზულად იყოს აღქმული, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სენატში “რესპუბლიკელებს” უმცირესობა აქვთ, ამიტომ, ეს საკითხი ასე მარტივად არ გადაწყდება.
“სამწუხაროდ, ჯერ ერთი კონგრესმენის ინიციატივაა. საბოლოო ჯამში, ერთი ადამიანის ინიციატივა არ არის საკმარისი, რომ ეს სერიოზულად იყოს აღქმული. ჩვენს პარლამენტშიც ახლა ვიღაც ერთმა დეპუტატმა რამე რომ დააინიიციროს, ეს არაფერს ნიშნავს. მით უმეტეს, არ ნიშნავს, რომ ჩვენი მთავრობა ამას გააკეთებს. თან ეს კონგრესმენი “რესპუბლიკელია” და ზოგადად, სენატში “რესპუბლიკელებს” უმცირესობა აქვთ. ამიტომ, ასე მარტივად არ გამოვა. თუ ორმხრივი, ორპარტიული იქნება, მაშინ უფრო რეალური იქნება. ამიტომ, არ გადავაჭარბოთ ამ ინიციატივის მნიშვნელობა. ღმერთმა ქნას, ეს მართლა რეალისტური იყოს და ასეთ რაღაცას მივაღწიოთ. ზოგადად არჩევნები რომ კარგად უნდა ჩატარდეს, ისედაც გასაგებია”, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში, რომელიც POLITICO-მ მოიპოვა, საუბარია საქართველოსთან მიმართებით დახმარების გაძლიერებაზე, კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა ანტიდემოკრატიულ კურსს თუ შეცვლის, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს.
თაგები:
სანდრო რაქვიაშვილი

გიორგი ბარამიძე – ყველა დაინახავს, რომ ეს არ არის ერთი და ორი კაცის პარტია, ან რამდენიმე ადამიანი ან დაჯგუფება არ მართავს პარტიას

“ეს არც ერთი მხრიდან არ უნდა იყოს აღქმული, რომ ვიღაც ვიღაცას უგებს”

გელა ნიკოლაიშვილი – მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა წინააღმდეგია, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, მათ უნდა დაანახონ ეს პოზიცია მსოფლიოს, დასავლეთს, რომ ეს არ არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი