Logo

სანდრო რაქვიაშვილი – ერთი მხრივ ამბობენ, რომ სასამართლო კლანით იმართება, მეორე მხრივ კი იქ ეძებენ სამართლიანობას

პოლიტიკა
921
Frontnews image description

თუ პრეზიდენტს იგივე დამოკიდებულება აქვს, რაც ერთი წლის წინ ჰქონდა, როცა სასამართლოში მიდიოდა, არ მესმის ახლა რა მოტივით მიდის სასამართლოში, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

 

“თუ პრეზიდენტს იგივე დამოკიდებულება აქვს, რაც ერთი წლის წინ ჰქონდა, როცა სასამართლოში მიდიოდა, არ მესმის ახლა რა მოტივით მიდის სასამართლოში. ყოველთვის მაკვირვებს პრეზიდენტის, არასამთავრობოების თუ ოპოზიციის ღრმა რწმენა ინსტიტუციებში, როცა ერთი მხრივ ამბობენ, რომ სასამართლო არ ვარგა, კონტროლირებადია და კლანით იმართება, მეორე მხრივ კი მიდიან და ამ სასამართლოში ეძებენ სამართლიანობას. ჩემი აზრით, ეს მეტი არაფერია გარდა იმისა, რომ ყურადღების გადატანა ხდება”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან” დაკავშირებით სარჩელებით პრეზიდენტი ზურაბიშვილი და არასამთავრობოები მიმართავენ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები