Logo

სანდრო რაქვიაშვილი – “გორბის” კვლევა ყველა კვლევებს შორის, ალბათ, ყველაზე არასერიოზულად გამოიყურება

პოლიტიკა
591
Frontnews image description

“გორბის” კვლევა ყველა კვლევებს შორის, ალბათ, ყველაზე არასერიოზულად გამოიყურება. ეჭვი მაქვს, რომ “ქართული ოცნება” ფულს ზოგავს ამ კვლევებზე და უბრალოდ, პრეზენტაციის დღეს, პირდაპირ რიცხვებს წერენ, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

“გორბის” კვლევა ყველა კვლევებს შორის, ალბათ, ყველაზე არასერიოზულად გამოიყურება. კიდევ უფრო არასერიოზული, მგონი, NDI-ის სატელეფონო გამოკითხვები იყო ხოლმე. ეჭვი მაქვს, რომ “ქართული ოცნება” ფულს ზოგავს ამ კვლევებზე და უბრალოდ, პრეზენტაციის დღეს, პირდაპირ რიცხვებს წერენ. სხვანაირად ვერ ახსნი, იმდენად აცდენილია ნებისმიერ შედეგებს, თუ გავითვალისწინებთ “გორბის” წინა კვლევებს. ხოლო, კონკრეტული პარტიების შედეგებს რაც ეხება, ვინაიდან არ მგონია, ეს კვლევა რომ მართლა იყო [ჩატარებული], არც შეიძლება რეალურად შეფასება. თუმცა უცნაურად გამოიყურება ის, რომ ყველაზე მზარდი რეიტინგი ჩვენ გვაქვს. 66%-ით გაგვეზარდა რეიტინგი და თუ ასე გავაგრძელებთ, ამ კვლევაშიც კი, 5%-ზე მეტი უნდა გვქონდეს”, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის “გორბის” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, რესპონდენტთა 59.3% ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა, მეორე ადგილზე კი 13.1%-ით “ნაციონალური” და “სტრატეგია აღმაშენებელი” გავიდოდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები