სანდრო რაქვიაშვილი – იმედია, ამომრჩეველი ამ ყველაფერს დაინახავს და 26 ოქტომბერს სათანადოდ შეაფასებს


ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი ამ განცხადებისთვის. ყველაფრის გაწირვა შეიძლება იმისთვის, რომ რაღაც შედეგი დაიდოს არჩევნებზე, – ამის შესახებ პარტია “გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
“დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს და მოსახლეობას არაფერი აქვს საბოდიშო იმის გამო, რომ რუსეთი თავს დაგვესხა. ივანიშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი ამ განცხადებისთვის. თუ ეს არ მოხდება, იმედია, ქართველი ხალხი სათანადოდ დააფასებს ამ და ბევრ სხვა განცხადებას და ქმედებას, რომლის ერთადერთი მიზანია, რომ რაღაცნაირად შუღლი და დაძაბულობა გაიზარდოს საზოგადოებაში, იმისთვის, რომ იქნებ ამ დაპირისპირებაში ძალაუფლება შეინარჩუნოს.
ჩვენ ჯარისკაცებს, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს და მოსახლეობას არაფერი აქვს საბოდიშო იმის გამო, რომ რუსეთი თავს დაგვესხა. ფაქტობრივად, როგორც ჩანს, ყველაფრის გაწირვა შეიძლება იმისთვის, რომ რაღაც შედეგი დაიდოს არჩევნებზე. იმედია, ამომრჩეველი ამ ყველაფერს დაინახავს და 26 ოქტომბერს სათანადოდ შეაფასებს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას ოსებისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ ისაუბრა. „აუცილებლად გამოვძებნით ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ, რომ მოღალატე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები“, – აღნიშნა მან.
თაგები:
სანდრო რაქვიაშვილი

სანდრო რაქვიაშვილი – იმედია, ამომრჩეველი დაინახავს, რომ ერთადერთი პარტია ვართ “გირჩი”, რომელიც პრინციპულია

სანდრო რაქვიაშვილი – სანამ პრიორიტეტად არ იქნება ადამიანის სიცოცხლე და არა კონკრეტული ნივთიერება, არაფერი ეშველება ამ ყველაფერს

შალვა პაპუაშვილი – ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო ძალიან დიდია და გვჯერა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის ამ ძალისხმევას დაინახავს და სათანადოდ დააფასებს