Logo

სანდრო რაქვიაშვილი – იმედია, ამომრჩეველი დაინახავს, რომ ერთადერთი პარტია ვართ “გირჩი”, რომელიც პრინციპულია

პოლიტიკა
29.07.2024 / 20:00
Frontnews image description

ოპოზიცია, რომელიც ამბობს, რომ კლანით იმართება სასამართლო, სამართლიანობის საპოვნელად ისევ სასამართლოში მიდის. იმედია, მთელ ამ პოლიტიკურ სპექტრში ქართული ამომრჩეველი დაინახავს, რომ ერთადერთი პარტია ვართ “გირჩი”, რომელიც პრინციპულია, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

 

“ოპოზიცია, რომელიც ამბობს, რომ კლანით იმართება სასამართლო, სამართლიანობის საპოვნელად ისევ სასამართლოში მიდის. რაც მთავარია, როდესაც პრეზიდენტი ვეტოს ადებდა ამ კანონს, პანიკა იყო ატეხილი ოპოზიციაში, რომ შემთხვევით რამე არ ჩაეწერა ვეტოში, რომ მერე “ქართულ ოცნებას” ეს არ გამოეყენებინა აგენტების კანონის შესაცვლელად. ახლა ხომ კიდევ უკეთესი, უფრო მეტი მისცეს. არ მგონია, რომ “ქართული ოცნება”  ამას გამოიყენებს, მაგრამ თუ მაშინ იყო ეს საშიშროება, ახლაც ხომ იგივე საშიშროება არსებობს და მაშინ საერთოდ შეუძლიათ, საკონსტიტუციომ რაიმე ნორმა შეცვალოს, მერე პარლამენტი ამას აღასრულებს და ყველა ბედნიერი იქნება. საბოლოოდ, როგორც არ უნდა დამთავრდეს პროცესი, ეს სარჩელი არის ოპოზიციის არათანმიმდევრულობის რაღაც მწვერვალი, რაც ზოგადად ძალიან აზიანებს ოპოზიციას. იმედია, მთელ ამ პოლიტიკურ სპექტრში ქართული ამომრჩეველი დაინახავს, რომ ერთადერთი პარტია ვართ ” გირჩი”, რომელიც პრინციპულია და ასეთ რაღაც შეცდომებს არ ვუშვებთ”, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

 

ოპოზიციამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

 

Advertisement