სანდრო რაქვიაშვილი – ისეთ დოკუმენტებს არ ვაწერთ ხელს, რომლის შინაარსი არ გვესმის


ავტორი
Front News საქართველო
ისეთ დოკუმენტებს არ ვაწერთ ხელს, რომლის შინაარსი არ გვესმის და მით უმეტეს, როდესაც ერთი ნაწილი არ გვესმის და მეორეს არ ვეთანხმებით, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა “ქართულ ქარტიასთან” დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს დოკუმენტი არავის გაახსენდება, თუ მის უკან რომელიმე პოლიტიკური პარტია არ დადგება.
“ისეთ დოკუმენტებს არ ვაწერთ ხელს, რომლის შინაარსი არ გვესმის და მით უმეტეს, როდესაც ერთი ნაწილი არ გვესმის და მეორეს არ ვეთანხმებით. ფაქტობრივად, სულ რამდენიმე პუნქტი იყო, რომელიც, ჩვენი აზრით, გასაგები და მისაღები იყო, ხოლო დანარჩენი გაუგებარი ან მიუღებელი. მიკვირს, ჩემი კოლეგა ოპოზიციონერების, რომლებიც დოკუმენტებს აწერენ ხელს, თვითონ რომ არ იციან რა წერია მასში და ეჭვი მაქვს, ეს დოკუმენტი არავის გაახსენდება, თუ მის უკან არ დადგება რომელიმე პოლიტიკური პარტია ან გაერთიანება თავისი პოლიტიკური სიით და იტყვის, ეს არის ჩემი პროგრამა. მაშინ შეიძლება ვიღაცას კიდევ ახსოვდეს”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
გუშინ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ინიციატივას – ” ქართულ ქარტიას” ოპოზიციონერმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს.
თაგები:
სანდრო რაქვიაშვილი

სანდრო რაქვიაშვილი – სახალხო დამცველი რომ გვყავს, ამით ვაღიარებთ, რომ სასამართლო სისტემა არ ვარგა

სანდრო რაქვიაშვილი – ერთი ადამიანის ინიციატივა არ არის საკმარისი, რომ ეს სერიოზულად იყოს აღქმული

სანდრო რაქვიაშვილი – არ მესმის, პრეზიდენტი თავის თავზე ასეთ ინიციატივას რატომ იღებს ისე, რომ არავის ელაპარაკება