Logo

სანდრო რაქვიაშვილი – სახალხო დამცველი რომ გვყავს, ამით ვაღიარებთ, რომ სასამართლო სისტემა არ ვარგა

პოლიტიკა
30.08.2022 / 18:28
Frontnews image description

სახალხო დამცველის კანდიდატურაზე რაც შეიძლება მაღალი ხარისხის კონსენსუსი უნდა იყოს მიღწეული და წინ ბევრი დისკუსია გველის, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, უნდა იმსჯელონ, როგორი უნდა იყოს სახალხო დამცველი.

 

“უნდა ვიმსჯელოთ, როგორი უნდა იყოს სახალხო დამცველი. ეს ინსტიტუცია საერთოდ ზედმეტია, თუ სასამართლო და პროკურატურა კარგად მუშაობენ. სახალხო დამცველი რომ გვყავს, ამით ვაღიარებთ, რომ სასამართლო სისტემა არ ვარგა და ამით გვინდა, ეს დავაკომპენსიროთ. სახალხო დამცველის შინაარსი არის ამ სისტემასთან დაპირისპირება, ბრძოლა, უფლებების დაცვა და უფლებები რაში მდგომარეობს, ხშირად ამაზეც არ გვაქვს თანხმობა. მაგალითისთვის, მოქმედი სახალხო დამცველი ჩუმად იყო მთელი კორონაისტერიის დროს, როცა მასობრივად არღვევდა მთავრობა უფლებებს და მას ისინი არ გაუკრიტიკებია“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

 

სახალხო დამცველის შერჩევის წესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მონაწილეობით პარლამენტში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ ესწრებოდნენ.

Advertisement