Logo

სანდრო რაქვიაშვილი – სიღარიბის დაძლევა თეორიულად შეუძლებელია, ამ მიზანს ვერცერთი მთავრობა ვერასოდეს მიაღწევს

პოლიტიკა
1371
Frontnews image description

სიღარიბის დაძლევა თეორიულად შეუძლებელია, ყოველთვის იქნება ვიღაც ღარიბი ნებისმიერ საზოგადოებაში. ამ მიზანს ვერცერთი მთავრობა ვერასოდეს მიაღწევს, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს რთული ამოცანაა, რადგან  მოიცავს საგარეო პოლიტიკისა და შიდა პოლიტიკურ ნაწილს.

” სიღარიბის დაძლევა თეორიულად შეუძლებელია, ყოველთვის იქნება ვიღაც ღარიბი ნებისმიერ საზოგადოებაში. შეიძლება, დაძლიონ უკიდურესი სიღარიბე. ამ მიზანს ვერცერთი მთავრობა ვერასოდეს მიაღწევს.

რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეს რთული ამოცანაა, რომელიც მოიცავს საგარეო პოლიტიკისა და შიდა პოლიტიკურ ნაწილს, რაშიც ჩვენ უნდა ვიყოთ სამაგალითო ქვეყანა, რომ აფხაზებს ჩვენთან უნდოდეთ ცხოვრება”, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის აღმოფხვრაა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები