სანდუ – უკრაინა ახლა მოლდოვას თავისუფლებასაც იცავს


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთთან ბრძოლით უკრაინა იცავს არა მარტო საკუთარ, არამედ მოლდოვას თავისუფლებასაც, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი ახლა მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს.
“უკრაინა დღეს იცავს საკუთარ თავისუფლებას, მაგრამ ასევე იცავს მოლდოვას თავისუფლებას. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ მამაცი უკრაინელების, მაგრამ რისკები რჩება. მაშინაც კი, როცა უკრაინის წყალობით დღეს სამხედრო საფრთხე არ არსებობს, ჩვენ ჰიბრიდული ომის წინაშე ვდგავართ”, – განაცხადა სანდუმ.
მისივე თქმით, კორუმპირებული ჯგუფები მოლდოვაში, პრორუსულ ძალებთან ერთად ქვეყანაში საპროტესტო აქციებს აწყობენ.
”მაგრამ რაც არ უნდა რთული იყოს, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი”, – აღნიშნა მან.
მანამდე სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვაში საპროტესტო გამოსვლები ორგანიზებულია რუსეთის მიერ პირდაპირ დაფინანსებული ჯგუფების მიერ და ეს არის შურისძიება ევროკავშირის და უკრაინის სოლიდარობისთვის.
თაგები:
მაია სანდუ

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს