სანერვიულო არაფერია – თიბისი დაზღვევა

ავტორი
Front News საქართველო
სანერვიულო არაფერია, თუ იმას აპირებ, რაც გულზე გეხატება, თუ ჩიტი ბრდღვნად ღირს, ან თუნდაც, ერთი სული გაქვს დრო მოვიდეს – ეს თიბისი დაზღვევის ახალი საიმიჯო კამპანიის მოტივია. კამპანიის მთავარი რგოლი მხატვრულად გაცოცხლებული ქართული იდიომების კოლაჟს წარმოადგენს, რომელშიც თითოეული ნამუშევარი სხვდასხვა ქართველ არტისტსა და სტუდიას ეკუთვნის.
ეს იდიომები დიდ მიზნებს, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თუ ცხოვრების მაქსიმალურად შერგების მძაფრ სურვილის აღწერენ. იდიომა ხომ სწორედ იმ დროს ჩნდება, როცა სიტყვებს ვერ ვუძებნით ძლიერ სურვილებსა თუ აღფრთოვანებებს, რომლებიც ჩვენში შემოაღწევს ხოლმე და მოსვენებას არ გვაძლევს, რაღაცის შექმნის, ახალი გამოცდილების მიღებისა და, რაც მთავარია, პროგრესის სურვილს გვიასმაგებს.
https://youtu.be/2aJ33ZvNnwE
თუ ცხოვრებისგან მეტის მიღება გსურს, დიდი გზის გავლა მოგიწევს, რომელზეც უამრავი მოულოდნელი უსიამოვნება შეიძლება შეგხვდეს, თუმცა თუ შენი მიზნისთვის ჩიტი ბრდღვნად ღირს და იცი საით მიდიხარ, მაშინ სანერვიულო არაფერია. სადაზღვევო კომპანიის უმთავრესი ამოცანაც ხომ სწორედ ეს არის, ცხოვრებაში შეფერხებებისგან დაგაზღვიოს, შეგარგოს ყოველდღიურობა, საჭირო მომენტში გითხრას, რომ „სანერვიულო არაფერია“ და, ამგვარად, გზის გაგრძელების საშუალება და მოტივაცია მოგცეს.
(R)
თაგები:
თიბისი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


