Logo

საპარაშუტო მომზადების სკოლაში კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა

სამხედრო
682
Frontnews image description

ბოლნისში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების ძალების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში ბორტოპერატორის კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. პროგრამის ფარგლებში კურსანტებმა თეორიული მომზადება გაიარეს.

კურსის პრაქტიკული ნაწილი მიწისზედა მომზადებას, პრაქტიკულ საპარაშუტო ხტომებსა და ტვირთისა და პირადი შემადგენლობის დესანტირების კომპონენტებს მოიცავდა.

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსანტებს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ სიტყვით მიმართა და კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა.

სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

თაგები:

Advertisement