საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად და ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კირცხალია აირჩიეს


ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად და ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კირცხალია აირჩიეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უმრავლესობის ყოფილ ლიდერს და ფრაქციის ყოფილ თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს საკანონმდებლო ორგანოში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
შალვა პაპუაშვილმა ირაკლი კირცხალიას უმრავლესობის ლიდერად და ფრაქციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
აგრეთვე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ლევან მაჭავარიანი, ხოლო მოადგილედ იოსებ ჯორბენაძე აირჩიეს.
თაგები:
ირაკლი კირცხალია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს