
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გივი მიქანაძე, მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, მისიის წევრები თბილისში საქართველოს ხელისუფლების მოწვევით იმყოფებიან.
„მათი მთავარი მიზანია გაეცნონ წინასაარჩევნო გარემოს, მოუსმინონ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას და წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შემდგომ გააკეთონ შეფასებები.
ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია თუ როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, რა გამოწვევებს ვაწყდებით ამ პროცესში და რა თქმა უნდა, ვუპასუხეთ იმ კითხვებს, რაც მათ ჰქონდათ არჩევნებთან და ზოგადად პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს