
ავტორი
Front News საქართველო
“სააქციო საზოგადოება-საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. მთავრობის ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი დეპუტატებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ გააცნო.
მომხსენებლის ინფორმაციით, წარმოდგენილი ცვლილებები დღევანდელ გამოწვევებს ეხმიანება და საპარტნიორო ფონდის კორპორატიულ რეორგანიზაციას შეეხება.
“ძირითადი და მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ სახელწოდება იცვლება და ახალი შემოთავაზებით – საქართველოს განვითარების ფონდი დაერქმევა და სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დღეს მთავრობის წევრებისგან არის დაკომპლექტებული, საბჭოში აღარ იქნება და იგი ახალი დამოუკიდებელი წევრებით დაკომპლექტდება“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
“სააქციო საზოგადოება-საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა 77 ხმით მიიღო.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს