
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის და არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“ქუთაის-გაენათის ეპარქიიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი ხდება, რომ 2023 წ. 16 იანვარს, შუაღამეს, გელათის მამათა მონასტერში სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში ანთებული ბუხრისგან ცეცხლი მოეკიდა ახლომდებარე საწოლს. იმ დროს, როდესაც ბოლოს დარჩენილი სტუმრად მყოფი მამაკაცი სენაკიდან გასული იყო.
არქიმანდრიტი იოსები ცეცხლის ჩაქრობის მიზნით სტუმრების სენაკში შევიდა, რა დროსაც მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამჟამად იგი გამოსულია შოკური მდგომარეობიდან და მისი მკურნალობა გრძელდება.
გთხოვთ, აღავლინოთ ლოცვა მისი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაშია.
თაგები:
საპატრიარქო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს