
ავტორი
Front News საქართველო
საპატრიარქოს ინფორმაციით, ბათუმში სახლის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა პანაშვიდი და ამავე სახლში მცხოვრებ პირთა საჯამრთელო პარაკლისი კვირას, 10 ოქტომბერს დილით ჩატარდება.
“დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელით გავრცელდა შემდეგი ინფორმაცია: “2021 წლის 9 ოქტომბერს, 23:30 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თხოვნით, საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობისათვის აღევლინება შეკვეთილი წირვა”.
შევნიშნავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია საჭიროებს დაზუსტებას: ჩვეულებრივ, კვირა დღეს და საუფლო დღესასწაულებზე შეკვეთილი წირვა არ ტარდება.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მსახურების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ტაძრის ოფიციალურ facebook-გვერდზეა გავრცელებული:
“ყოველ შაბათს, ღამის 23:30 საათზე, სვეტიცხოვლის აღდგომის ტაძარში აღესრულება საღმრთო ლიტურღია.
10.10. 21 წ., კვირა დილით, წირვის შემდეგ შესრულდება ქ.ბათუმში სახლის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა პანაშვიდი და ამავე სახლში მცხოვრებ პირთა საჯამრთელო პარაკლისი.
ღამისთევით წირვას აღავლენს სვეტიცხოვლის ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ილია (კავსაძე)”, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fsazupatriarchate%2Fposts%2F683662709690979&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”530″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს