
ავტორი
Front News საქართველო
საპატრიარქოს არცერთი ოფიციალური სამსახური არ გასცემს ნებართვას ან კურთხევას მსგავსი მარკეტინგული საქმიანობისათვის, – ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.
“განმარტების მიუხედავად, გრძელდება საქართველოს საპატრიარქოს სახელის უნებართვოდ გამოყენების ფაქტები.
სატელეფონო ზარის მეშვეობით, თითქოსკათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით,მოქალაქეებს კვლავ სთავაზობენ სხვადასხვა საეკლესიო ნივთს, ახლად დაბეჭდილ ბიბლიას ან ძვირადღირებულ საეკლესიო ატრიბუტიკას.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს არცერთი ოფიციალური სამსახური არ გასცემს ნებართვას ან კურთხევას მსგავსი მარკეტინგული საქმიანობისათვის და არც რაიმე კავშირი აქვს ასეთ პირებთან, რომლებიც პატრიარქის სახელით, სავარაუდოდ, მოსახლეობის ნდობის მოპოვებასა და ამ გზით ნივთების გაყიდვას ცდილობენ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
საპატრიარქო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს