საპატრულო პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის მომზადების და რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ფ.კ. დააკავეს.
დანაშაულები თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
"სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული 5 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 18-260 ტერცია მუხლის მე-5 ნაწილით, ასევე, 19-260-ე ტერცია მუხლის მე-5 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.
თაგები:
ნარკოტიკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს